შეაჯამეთ კაცობრიობის ცოდნა Shvoong-ზე

.

Shvoong-ის საწყისი გვერდი>ბიზნესი და ეკონომიკა>ქ.რუსთავის 24საათიანი წყალმომარაგების პროექტისათვის საჭირო ინფორმაცია

.

ქ.რუსთავის 24საათიანი წყალმომარაგების პროექტისათვის საჭირო ინფორმაცია

ავტორი : dashna     

ავტორი : ზაზა დაშნიანი
რეგიონალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი
                                      (პროექტისათვის საჭირო მონაცემები)
                                           სავარაუდო დამფინანსებლები:
1.საქრთველოს მთავრობა
2. ევრო ბანკი
პროექტის შესახებ:
მთავარი მიზანი
ქ.რუსთავის 24 საათიანი უზრუნველყოფა სასმელი და ტექნიკური წყლით.
სამუშაო სფეროები
წყალმომარაგება, ფეკალური წყლების გადამუშავება, სანიაღვრე , კანალიზაცია.
ქალაქს უჭირავს 6060 ჰექტარი ტერიტორია; მოსახლეობა დაახლოებით 138200, წყლის ნორმის გაანგარიშება ერთ სულ მოსახლეზე 270 ლიტრი დღე-ღამეში. კუბამეტრის ღირებულება მოსახლეობისათვის 0,30 ლარი. შემოსავალი მოსახლეობიდან - 25%
დაახლოებით ქალაქში განლაგებულია 1500 ორგანიზაცია. კუბამეტრის ფასი ორგანიზაციებისათვის 2,70 ლარი. შემოსავალი - 80%
ამჟამინდელი მდგომარეობა:
- წყლის დაბალი ხარისხი
- წყლის არასაკმარისი რაოდენობა
- მოძველებული ქსელები და ინფრასტრუქტურა და ამის გამო არასაკმარისი წნევები
- მრიცხველებით აღურიცხავი ორგანიზაციები და მოსახლეობა.
ამჟამინდელი მდ. ტექნიკური კუთხით:
- ქალაქი იკვებება მდ.ხრამისა და დებეტას ფილტრატებიდან.
- შემოდინება 1800 ლიტრი წამში
- საშუალო დონის რეზერვუარები:2 - 1250 ტონიანი; 2 - 850 ტონიანი
- რეზერვუარები ჩაქვისა და იალბუჯის მთებზე: 3 - 6000ტონ; 2 - 6000ტონ.
- წყალდენების სიგრძე 60კმ(დ=600მმ და დ=800მმ)
- მაგისტრალური ქსელების სიგრძე დაახლოებით 70კმ(დ=50-200მმ)
- წყალი იქლორება
- კანალიზაციის გადამუშავების საშუალება არ არსებობს
როექტი
- სათავე ნაგებობების მოწესრიგება
- ძველი ქსელების რეაბილიტაცია
- გამრიცხველიანება თანამედროვე მრიცხველებით
- კანალიზაციის და სანიაღვრეს რეაბილიტაცია
ქსელების რეაბილიტაციისას უნდა დამონტაჟდეს მრიცხველები ქალაქის, რაიონების, მიკრორაიონების, ქუჩების და კორპუსების შესასვლელებში რათა მოხდეს როგორც მოხმარებული ასევე ჟონვების მაქსიმალური აღრიცხვა რაც ხელს შეუწყობს წყლის უყაირათოდ ხარჯვას და ავტომატურად მოაგვარებს ეგრეთ წოდებული მაღალი სართულების პრობლემას.
ალტერნატიული გზები მომავლისთვის:
თბილისის ზღვიდან წყალდენის  და კონტრრეზერვუარის მოწყობა.
მოსალოდნელი შედეგები:
რეაბილიტაციის შემდგომ ქ.რუსთავს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება და იქნება პერსპექტივა ქალაქის სამსახურმა გააფართოოს მომსახურები საზღვრები და დააკმაყოფილოს გარდაბნისა და მარნეულის რაიონების სოფლების მოსახლეობა.
ასევე, იმისათვის რომ შენარჩუნებული იყოს წყლის ტარიფები, აუცილებელია წყლის კომპანია ეწეოდეს სხვადასხვა სახის საქმიანობებს; მაგ: ქუჩების რეცხვა, პლასტმასის მილების წარმოება, ბოთლის წყალის ჩამოსხმა, სანტექნიკური მომსახურეობა და სხვა.
                                                                                                          ზაზა დაშნიანი
                                                                                                     ოქტომბერი 2007 წელი
გამოქვეყნების თარიღი: მაისი 21, 2008

კომენტარები

  1. 0 მიმოხილვა 2008 წლის 21 05, ოთხშაბათი
    1

    dashna

    water

    dzalian sainteresoa. imedia eshveleba rustavs rame

გთხოვთ შეაფასოთ ეს ანოტაცია : 1 2 3 4 5
დაუმატეთ კომენტარი

Bookmark & share this post

.